ბუდუს 2 საგოლე პასი აუგსბურგთან - კარლსრუეს გამარჯვებამდე წამები დააკლდა
გერმანიის თასის 1/8-ფინალში კარლსრუემ აუგსბურგს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. ძირითადი დრო კი 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ კარლსრუეს გამარჯვებამდე რამდენიმე წამი დააკლდა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის 123-ე წუთზე მოახერხეს.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს. პირველი წაგებული ტაიმის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ორი საგოლე პასი შეასრულა. ჯერ ფაბიან შლოისენერს გაატანინა, ხოლო შემდეგ გუნდის კაპიტანს ვაიცეკს, რომელმაც პირველ ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:4 იყო ჰოისერმა ვერ გაიტანა, შემდეგ ბაუერმა ზუსტად დაარტყა და აუგსბურგი ¼-ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ბუდუსთვის ეს ყველა ტურნირზე ერთად მე-5 საგოლე გადაცემა იყო.
პენალტების სერია