შენგელიას სუსტი მატჩი - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე აუტსაიდერთან დამარცხდა
ევროლიგის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონიამ ალბა ბერლინს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, ოვერ ტაიმის დანიშვნის შემდეგ, 88:90 დამარცხდა.
სუსტი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც პარკეტზე 21 წუთი და 29 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ 2 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
23 ქულით, 7 მოხსნით და 1 ასისტით ვირტუს ბოლონიას ქლაიბარნმა ულიდერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ იყო.
შეგახსენებთ, რომ ალბა ბერლინი მიმდინარე სეზონის ევროლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.
სამწუხაროდ, 11 წაგებითა და მხოლოდ 2 მოგებით ბოლო ადგილზე ვირტუს ბოლონიაა, რომელიც შემდეგ ტურში ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს.