წყალბურთის ჩ.ლიგა | თბილისის დინამომ სეზონი 6 წაგებით დაასრულა
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის დინამო რადნიჩკის ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 6:8 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები დღეს თბილისური კლუბისგან გამარჯვებას ელოდებოდნენ, რადგან დინამოს რადნიჩკი ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს, თუმცა ასე არ მოხდა.
მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 2:0 მოიგეს, მეორე 3:2 და ტაიმი 5:2 დასრულდა. მეორე ნახევარში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ.
მესამე მეოთხედი 1:1 დასრულდა, ხოლო უკანასკნელი მეოთხედი ქართულმა გუნდმა 3:2 მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იყო და დინამომ ასპარეზობა 6-დან 6 წაგებით დაასრულა.
ასევე შეგახსენებთ, თბილისის დინამო და რადნიჩკი ისტორიაში ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ. 5-ჯერ სერბებმა მოიგეს, ერთხელ ქართველებმა.