“ტოპ გუნდს ვუპირისპირდებით“ - ბარონი ნაპოლისთან მატჩის წინ
კოპა იტალიის 1/8-ფინალში ნაპოლი ლაციოს ესტუმრება. მატჩის წინ, რომაული კლუბი მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბარონიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ბარონიმ?
„ეს არის ის ტურნირი, რომელზეც ბევრს ვზრუნავთ და გვინდა, რომ კარგად გამოვიდეთ. გუშინ ბრწყინვალედ ვივარჯიშეთ და დღეს რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცით. რაც შეეხება ტრავმირებულებს, აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს.
კონტეს გაწვრთნილ ნაპოლის არ გავუკვირვებივარ. მისი გუნდი დამსახურებულად იმყოფება პირველ ადგილზე ანტონიოს კარგად ვიცნობ და მისი მუშაობა თვალსაჩინოა. ის დიდებული სპეციალისტია. ნაპოლი კარგ ფორმაშია.
ვფიქრობ, ტოპ გუნდს ვუპირისპირდებით. მათი დამარცხება ძალიან რთულია. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ჩემს გუნდს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ამას ხვალ მოედანზე იხილავთ. მსურს შემთხვევით ვისარგებლო და ფიორენტინას ფეხბურთელს ედოარდო ბოვეს გამოჯანმრთელება ვუსურვო.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნაპოლი და ლაციო ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან. გასულ სეზონში, ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთი თამაში რომაელებმა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 5 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.