TBR Football: მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, კვარაცხელიას ყიდვით კიდევ ორი ინგლისური გრანდი ინტერესდება
ცნობილი ბრიტანელი გამოცემის, TBR Football-ის ინფორმაციით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა პრემიერ ლიგის კიდევ ორი გრანდი არის დაინტერესებული. სააგენტო ამტკიცებს, რომ ეს კლუბები „მანჩესტერ სიტი და „ლივერპული“ არიან.
TBR Football წერს, რომ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი ქართველ შემტევს მოჰამედ სალაჰის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდებ მერსისაიდულ კლუბს დატოვებს, „მანჩესტერ სიტი“ კი ხვიჩას რამდენიმე თვეა აკვირდება და მისი დამატების სურვილი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ჰქონდა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ ორი კლუბის გარდა ქართველი შემტევს „მანჩესტერ იუნაიტედი“, პსჟ, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონაც“ აკვირდებიან.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში მე-14 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.