ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ახალ სეზონს ბრისბენის ტურნირით დაიწყებს

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 2025 წლის სეზონი ბრისბენის ტურნირით დაიწყება, რომელიც 30 დეკემბერს დაიწყება და 5 იანვრამდე გაგრძელდება.

დიდი სლემის 24-გზის გამარჯვებული, რომელიც ამჟამად რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, ამ ტურნირში 2009 წლის შემდეგ პირველად მიიღებს მონაწილეობას.

მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, ვიგრძნო ავსტრალიელი გულშემატკივრების მხარდაჭერა და ვაქციო ეს ტურნირი დაუვიწყრად“ - თქვა ჯოკოვჩმა.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის სერბისთვის 2024 წელი ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელი გახლდათ, რადგან 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მან ვერც ერთი დიდი სლემის ტურნირი ვერ მოიგო.

ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში დამარცხდა, როლან გაროსს მეოთხედფინალური მატჩის წინ ტრავმის გამო ჩაეხსნა, უიმბლდონზე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა მესამე წრეში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დელ პოტრო ჯოკოვიჩმა გააცილა - არგენტინელის გამოსამშვიდობებელი მატჩი
დელ პოტრო ჯოკოვიჩმა გააცილა - არგენტინელის გამოსამშვიდობებელი მატჩი