„უმარი პირველი კანდიდატია, მაგრამ ჩემპიონი გაურბის“ - ისლამ მახაჩევი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს უმარ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის სუპემსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ჩხუბის მთავარი კანდიდატია, თუმცა, მერაბ დვალიშვილი მასთან ბრძოლას გაურბის.
რას ამბობს ისლამი:
„უმარის დრო მოდის, ის საუბრობს იმიტომ რომ ეს დაიმსახურა. მისი შანსი ძალიან ახლოსაა, რადგან ის ნომერ პირველი კანდიდატია, მაგრამ ჩემპიონი მას უბრალოდ გაურბის. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოგვარდება“.
უმარ ნურმაგომედოვმა ბოლოს ამერიკელი კორი სანდჰაგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში გამოიწვია.
უმარის გამოწვევას მერაბიც დათანხმდა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, შედგება თუ არა ეს ბრძოლა. დვალიშვილთან ჩხუბის სურვილს ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანიც გამოთქვამს და ამ ბრძოლას არც მერაბი ეწინააღმდეგება.