გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

BBC ჩაკვეზე - „უოტფორდის ყველაზე დიდი გამარჯვება მისი შენარჩუნება იქნება“

BBC Sport-ი „უოტფორდის“ ბოლოდროინდელი შედეგების შესახებ წერს და „ონავრების“ ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დაწინაურების შანსებს აფასებს.

რას წერს BBC Sport-ი:

ტომ ქლევერლის გუნდს ზედიზედ ჯერ „კარდიფთან“, შემდეგ კი „ჰალ სიტისთან“ გასვლითი მატჩები ელოდება და თუ „უოტფორდი“ ამ ორი მატჩის შემდეგ შინ სასურველი შედეგებით დაბრუნდება, ჩემპიონშიფის საშობაო-საახალწლო პერიოდს „ონავრები“ კარგ პოზიციაში შეხვდებიან.

საკუთარ მოედანზე „უოტფორდი“ ამ სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურება. ამ მხრივ ტომ ქლევერლის გუნდს ჩემპიონშიფში მხოლოდ „შეფილდ იუნაიტედი“ უსწრებს - 9 მატჩში „ონავრებს“ 7 მოგება და 2 ფრე აქვთ. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ისინი ამჟამად მე-6 ადგილზე არიან, თუმცა დაწინაურების პერსპექტივის შესანარჩუნებლად გასვლაზე თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო - 9 გასვლითი მატჩიდან „უოტფორდმა“ 6 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 მოიგო.

ექნება თუ არა კლუბს პრემიერლიგაში გადასვლის ამბიციები, ამას იანვრის სატრასფერო ფანჯრის დროს ვნახავთ. გუნდს სჭირდება კიდევ ერთი ფორვარდი და ნახევარმცველი, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვება ვარსკვლავური შემტევის, ჩაკვეტაძის შენარჩუნება იქნება.

ქართველი თამაშიდან შექმნილი შანსების და ბურთის წინ წაწევის მხრივ ჩემპიონშიფში ლიდერობს, ამიტომ „უოტფორდმა“ უნდა შეინარჩუნოს ჩაკვეტაძე, თუ მათ პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლა სურთ. პირდაპირი საგზურის მოპოვება ტომ ქლევერლის გუნდს გაუჭირდება, თუმცა პლეიოფში მოხვედრა მათ ნამდვილად შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 18-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა, მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ადამიანებს დისკუსიის უფლება არ აქვთ“ - საბატინიმ კვარა დაიცვა
„ამ ადამიანებს დისკუსიის უფლება არ აქვთ“ - საბატინიმ კვარა დაიცვა