შავკატის იდეალური მებრძოლი | რახმონოვმა თოფურიას სტრაიკინგი გამოარჩია
შავკატ რახმონოვი UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლია, რომელიც მომდევნო ჩხუბს UFC 310-ზე გამართავს. 30 წლის დაუმარცხებელი ყაზახი ასევე დაუმარცხებელ იან მაჩადო გარის დაუპირისპირდება, ღონისძიების მთავარი მოვლენა კი ალეშანდრე პანტოჟასა და კაი ასაკურას საჩემპიონო ორთაბრძოლა გახლავთ.
გარისთან ჩხუბამდე, რახმონოვი ჟურნალისტებს შეხვდა და ESPN-მა სთხოვა, UFC-ის იდეალური მებრძოლი აეწყო. შავკატმა ილია თოფურია გამოარჩია და მისი აზრით, „ელ მატადორს“ ორგანიზაციაში საუკეთესო სტრაიკინგი აქვს.
Shavkat Rakhmonov builds his perfect fighter:
— ESPN MMA (@espnmma) December 3, 2024
???? Striking: Ilia Topuria
???? Grappling: Demian Maia
???? Chin: Jon Jones
???? Cardio: Khabib Nurmagomedov pic.twitter.com/tC8xKQcWjS
ილიას სტრაიკინგის გარდა, რახმონოვის იდეალურ მებრძოლს დემიან მაიას გრეპლინგი, ჯონ ჯონსის ყბა და ხაბიბ ნურმაგომედოვის კარდიო აქვს. როცა შავკატის დონის მებრძოლი აცხადებს, რომ თოფურიას UFC-ში საუკეთესო სტრაიკინგი აქვს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ რახმონოვს კარიერაში გამართული 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არც ერთხელ მიუყვანია. შავკატმა 8-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა, 10-ჯერ - საბმიშენით.