პსჟ-ს პრეზიდენტმა სალაჰის ტრანსფერი გამორიცხა
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლის შესაძლებლობას უშვებს და ის ფრანგულ კლუბში შესაძლოა უკვე ზაფხულში ვიხილოთ.
„ეს სიმართლე არ არის. სალაჰ ფანტასტიკური და გასაოცარი მოთამაშეა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისი ტრანსფერი არასდროს განგვიხილავს“, - განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა Sky Sports Germany-სთან.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ ეგვიპტელი ვინგერის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი და სავარაუდოდ, ის შემდეგ გუნდს დატოვებს.
შარშან სალაჰში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს „ალ-იტიჰადი“ იხდიდა, თუმცა მერსისაიდულმა კლუბმა ეგვიპტელის გაყიდვაზე უარი თქვა. მოჰამედ სალაჰი „ლივერპულმა“ 2017 წელს „რომადან“ 42 მილიონი ევროდ შეიძინა.
სალაჰმა „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.