მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მერაბს ცალი ხელით ვეჩხუბე“ | პიოტრ იანს დვალიშვილთან რევანშის აღება უნდა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, პიოტრ იანს ტიტულის დაბრუნება სურს. რუსი მებრძოლი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა უნდა. იანმა ისიც აღნიშნა, რომ „მანქანასთან“ გამართულ ორთაბრძოლაში, ცალი ხელით იჩხუბა.

„ჩემი და ფიგერედოს დაპირისპირებამდე, მერაბ დვალიშვილი ამბობდა, რომ დეივისონი სატიტულო ბრძოლის მიღების მთავარი პრეტენდენტი იყო. ფიგერედო დამაჯერებლად დავამარცხე, მანამდე კი სონგ იადონგს მოვუგე. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ დვალიშვილთან რევანშის აღების შანსს ვიმსახურებ და ჩვენი ორთაბრძოლა სანახაობრივი ჩხუბი იქნება.

რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება UFC-იმ უნდა მიიღოს, მაგრამ მერაბთან დაპირისპირებაზე თანახმა ვარ. რა აზრის ვარ შონ ომალის განცხადებაზე, რომ დვალიშვილი დაამარცხა? მათი ჩხუბი მთლიანად არ მინახავს. მონაკვეთებს ვუყურე და გამომდინარე აქედან, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. სამაგიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ დვალიშვილს ცალი ხელით ვეჩხუბე. მხრის კუნთი მქონდა გაწყვეტილი და მარჯვენა ხელს დარტყმებისთვის საერთოდ ვერ ვიყენებდი.

ვინ გაიმარჯვებს მერაბი თუ უმარ ნურმაგომედოვი? წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მოიგებს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ როგორ მოემზადება და მეტოქეს საკუთარ თამაშს თავს მოახვევს თუ არა. საბრძოლო სტილით, ისინი ერთმანეთისთვის რთული მოწინააღმდეგეები არიან და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ჩხუბს როგორ ფორმაში შეხვდებიან“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა იანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩხუბამდე, მერაბსაც სერიოზული ტრავმა ჰქონდა. „მანქანამ“ ხელი დაიზიანა, მაგრამ ოქტაგონზე მაინც გავიდა და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯოსთან ვისპარინგე და გამანადგურა“ - მერაბის პროგნოზი სტერლინგი-ევლოევის ბრძოლაზე
„ალჯოსთან ვისპარინგე და გამანადგურა“ - მერაბის პროგნოზი სტერლინგი-ევლოევის ბრძოლაზე