ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ საბატინი
Aa
Aa

„ამ ადამიანებს დისკუსიის უფლება არ აქვთ“ - საბატინიმ კვარა დაიცვა

ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა, ვალტერ საბატინიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი დაიცვა. საბატინიმ „ნაპოლის“ სეზონიც შეაჯამა და გასულ ტურში „ტორინოსთან“ თამაშსაც შეეხო.

რას ამბობს საბატინი:

„ტორინოსთან“ „ნაპოლიმ“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ამ მატჩი დავინახე მკვლელი გუნდი, რომელმაც მეტოქეს შანსი ფაქტობრივად არ მისცა. „ნაპოლის“ შეუძლია თამაშები როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალისტებზე დაყრდნობით მოიგოს. სეზონის დაწყებამდე, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგების ფავორიტად ვერავინ მოიაზრებდა, ახლა კი გუნდი რამდენიმე ტურია პირველ ადგილზე იმყოფება, ამაში კი აშკარად, კონტეს ხელი ურევია. ასევე, არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება ჯოვანი მანას, რომელიც ნეაპოლში სადებიუტო სეზონს ატარებს და თავის საქმეს იდეალურად ასრულებს“.

„კვარაცხელია? მას კარგი სეზონი აქვს და გუნდის შედეგებში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. მის თამაშს კი ისეთი ადამიანები განიხილავენ, რომლებსაც დისკუსიის უფლება არ აქვთ“.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში მე-14 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sport: კვარა ბარსასთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მარცხენა გარემარბია
Sport: კვარა ბარსასთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მარცხენა გარემარბია