გერმანიის თასი | ლევერკუზენმა ბაიერნი 1/8-ფინალიდან გამოაგდო
გერმანიის თასის მერვედფინალში მიუნხენის ბაიერნმა ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. შემდეგ ეტაპზე ჩაბი ალონსოს გუნდი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, რადგან შეხვედრის მე-17 წუთზე მინდვრიდან პირდაპირ წითელი ბარათით მანუელ ნოიერი გააძევეს.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმრები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 69-ე წუთზე ნათან ტელამ ანგარიში გახსნა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. ვენსან კომპანის გუნდმა მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.
რაც შეეხება ბუნდესლიგას, რეკორდმაისტერი 30 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ფრანკფურტის აინტრახტს 4 ქულით უსწრებს. ლევერკუზენის ბაიერი კი 23 ქულით მესამეა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბაიერნი და ბაიერი ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბუნდესლიგის ეგიდით გამართული მატჩი მიუნხენში ფრედ 1:1 დასრულდა.