არაბებმა 100 მილიონზე მეტი შესთავაზეს - კურტუას მკაფიო პასუხი აქვს
საუდის არაბეთის გუნდები ტოპ ვარსკვლავების გადაბირებას კვლავ ცდილობენ. საქმე ამჯერად ტიბო კურტუას ეხება.
ესპანელი ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიასი იუწყება, რომ მადრიდის რეალის კარის დარაჯს ერთ-ერთმა გუნდმა(კონკრეტული გუნდის სახელი არ გაჟღერებულა) წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა.
მიუხედავად ზღაპრული შემოთავაზებისა, კურტუამ არაბებს უარი განუცხადა. ის მადრიდის რეალის ერთგულია და კიდევ რამდენიმე წელი ევროპაში სურს თამაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, საუდის არაბეთში სათამაშოდ ბლანკოსის ორი ფეხბურთელი წავიდა. საუბარი ნაჩო ფერნანდესზე და ხოსელუზეა.
ასევე შეგახსენებთ, ტიბო მადრიდულ გრანდს 2019 წელს შეუერთდა და რეალთან ერთად 3 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფა-ს სუპერ თასი და ერთი ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
რაც შეეხება მის ინდივიდუალურ ჯილდოებს სამეფო კლუბში თამაშის დროს, კურტუა 2021/2022 წლების ლა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდში მოხვდა, 2022 და 2023 წელს ფიფა-ს წლის გუნდში მოხვდა, ასევე 2022 წელს ლევ იაშინის ტიტულით დაჯილდოვდა.
2022 წელს ტიბო კურტუა IFFHS-ს ვერსიით სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა. 2020 წლის იანვარში და 2022 წლის თებერვალში, ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.