გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილის გამარჯვების გოლი | ბომბარდირთა დავას ლიდერობს

ბოსნია და ჰერცეგოვინას საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში „სარაევომ’’ სტუმრად „რადნიკ ბიელინა’’ გიორგი გულიაშვილის გადამწყვეტი გოლით დაამარცხა - 2:3. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 57-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:3 გახდა. მასპინძლებმა 1 გოლი გაქვითეს და საბოლოოდ გულიაშვილის გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.

გულიაშვილმა ჩემპიონატის 16 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში პირველზეა, უახლოეს კონკურენტს 1 გოლით უსწრებს. ასევე, მის აქტივში 4 საგოლე პასია.

„ზრინსკიმ'' 15 ტურში 41 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციას „სარაევო'' იკავებს, რომელმაც 16 შეხვედრაში 37 ქულა მოიპოვა.

გიორგი გულიაშვილი ძალიან კარგ ფორმაშია და მოსალოდნელია, რომ ზამთარში ან სეზონის ბოლოს ბოსნიურმა კლუბმა სარფიანად გაყიდოს. ტრანსფერს ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ შემოდგომაზე ვილი სანიოლმა გულიაშვილი ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა ისეთ ნაკრებში ყოფნა, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ტრანსფერის განხორციელებისას დამატებითი პლუსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები