ევრო 2025-ის წილისყრა | საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია (U21)
UEFA-ს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან მოხვდა.
A ჯგუფი: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი , ინგლისი, გერმანია, სლოვენია
C ჯგუფი: პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, საქართველო
D ჯგუფი: ფინეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 11 ივნისს ჟილინაში პოლონეთთან გამართავს, მეორე ტურში 14 ივნისს ამავე ქალაქში საფრანგეთს დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება, ეს მატჩი 17 ივნისს ტრენჩინში გაიმართება. 1/4-ფინალში ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გავა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სლოვაკეთში, 11-28 ივნისს გაიმართება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ისტორიაში პირველად სპორტული პრინციპით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატსი ფინალურ ეტაპზე მეორედ ითამაშებს, პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა რუმინეთთან ერთად ტურნირის მასპინძელი იყო. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით მეოთხედფინალში გავედით, საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდით.
ფოტო: Nakrebi.ge