ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

„გუგეშაშვილი დიდ გუნდს იმსახურებს, საკუთარი თავის საოცარი რწმენა აქვს“

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული „პანსერაიკოსის’’ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია. Sofascore-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვით ლუკამ ამ სეზონის საბერძნეთის სუპერლიგაში ყველაზე მეტი „სეივი’’ შეასრულა - 56.

მის შესახებ „პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელმა არის კარაბეციოსმა ბერძნულ გამოცემა Monobala-სთან ისაუბრა.

„ბევრს მუშაობს, საოცრად თავდაჯერებულია, საკუთარი თავის საოცარი რწმენა აქვს. მაღალი დონის მეკარეა, დიდ კლუბში თამაშს იმსახურებს და არა პატარა კლუბებში. ყოველთვის მჯეროდა, პირველი მეკარე რომ ძალიან კარგი იყოს, ამისთვის საჭიროა რომ მეორე და მესამე მეკარეებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ. ჩვენი გუნდის მეორე მეკარე კაციკასი რანგით მეორე ლიგის MVP გახდა, რაც ლუკას ძალიან ეხმარება, რომ თავისი თავით კმაყოფილი არ იყოს, არ მოდუნდეს. ამ სეზონში ლუკა დაგვეხმარა და გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა’’.

გამომდინარე იქიდან, რომ ლუკა საუკეთესო თვისებებს სტაბილურად ავლენს და „ყარაბაღში’’ გატარებული არასტაბილური წლები წარსულში დარჩა, ახლა ვილი სანიოლს მისი საქმეში ჩართვის უფრო მეტი საფუძველი აქვს, თუმცა რთულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან, გიორგი მამარდაშვილთან კონკურენცია, მისი სკამზე თუნდაც ერთ მატჩში დასმა ახლა წარმოუდგენელია, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელი კონკურენციისას უნდა გაყვეს პროცესს, ბოლომდე დაიხარჯოს და თავის შანსს დაელოდოს.

25 წლის მეკარემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი 2023 წელს მონღოლეთთან ჩაატარა, როცა ტრავმირებული გიორგი ლორია შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიგრძენით, რომ ეს კარგი შანსი იყო“ - სლოტი მამარდას ტრანსფერზე
„ვიგრძენით, რომ ეს კარგი შანსი იყო“ - სლოტი მამარდას ტრანსფერზე