გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

„ვიგრძენით, რომ ეს კარგი შანსი იყო“ - სლოტი მამარდას ტრანსფერზე

„ნიუკასლთან“ მატჩის წინ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უახლოეს სატრანსფერო პერიოდში კლუბის გეგმებზე და „ვალენსიაში“ იჯარით მოთამაშე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

რა თქვა სლოტმა:

„ყოველდღე ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება გუნდის გაძლიერება, მიუხედავად იმისა, ახლოვდება თუ არა სატრანსფერო პერიოდი. სამწუხაროა, რომ ამჟამად 3 მცველი ვერ გვეხმარება, თუმცა მე არაერთხელ მითქვამს სეზონის დასაწყისში, რომ კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც მყავს.

როდესაც კარგი ტრანსფერის შესაძლებლობა გვეძლევა, კლუბი ამით სარგებლობს. ასე მოვიქეცით მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით [მამარდაშვილის შემთხვევაში], რომელიც ახლა ჩვენთან არაა, მაგრამ ჩვენ ვიგრძენით, რომ ეს კარგი შანსი იყო. რიჩარდ ჰიუზი და მაიკლ ედვარდსი მუშაობენ ამ მიმართულებით, თუმცა მთავარი ყურადღება გადატანილი გვაქვს „ნიუკასლზე“, „ევერტონზე“ და იმ 9 მატჩზე, რომელიც წინ გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ლივერულმა“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონად შეიძინა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. მამარდა მერსისაიდულ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელი, რომელმაც ლეაუ შეაჩერა | როგორ დაიპყრო გოგლიჩიძემ სერია A
ფეხბურთელი, რომელმაც ლეაუ შეაჩერა | როგორ დაიპყრო გოგლიჩიძემ სერია A