Diario Sport: ბარსელონა დე იონგს კონტრაქტს არ გაუგრძელებს
„ბარსელონა“ მზად არის სეზონის ბოლოს, ფრენკი დე იონგის დაემშვიდობოს. ინფორმაციას ამის შესახებ Diario Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელი ნახევარმცველის სიტუაციაზე აპრილში მიღებულმა კოჭის ტრავმამ იქონია, რის გამოც ფეხბურთელმა თითქმის ნახევარი წელი გამოტოვა.
მანამდე „ბარსას“ სპორტული დირექტორი, დე იონგს პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევდა და მისთვის კონტრაქტის გაგრძელება სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში დე იონგის როლი შეიცვალა, კლუბი არ აპირებს მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2026 წელს იწურება.
Catalunya Ràdio-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელს ტრანსფერზე დააყენებენ და კატალონიელები მის გაყიდვას 20 მილიონ ევროდ აპირებენ.
ასევე იწერება, რომ კატალონიელებისთვის მთავარ პრობლემა დე იონგის მაღალი ხელფასია - ის წელიწადში 35 მილიონ ევროს იღებს.
შეგახსენებთ, რომ ფრენკი ბარსას 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე ის „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.