თარიღი ჩაინიშნა - დუბუას მორიგი მეტოქე ცნობილია
სუპერმძიმე წონაში IBF-ის ჩემპიონი, დანიელ დუბუა შემდეგ ბრძოლას 22 თებერვალს, საუდის არაბეთში გამართავს.
როგორც BBC Sport-ი წერს, ბრიტანელი მოკრივე ქამარს ყოფილ ჩემპიონთან, ჯოზეფ პარკერთან დაიცავს.
22 სექტემბერს, 27 წლის დუბუამ ენტონი ჯოშუა დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
რაც შეეხება ახალ ზელანდიელ პარკერს, ის 2016-დან 2018 წლამდე WBO-ს ჩემპიონი იყო, შემდეგ კი ეს ტიტული სწორედ ჯოშუასთან დათმო.