ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„მეგონა ჰოლოუეი მაგრად სცემდა“ | პიმბლეტს სჯერა, რომ ილიას მასთან შანსი არ აქვს

UFC-ის მებრძოლს, პედი პიმბლეტს დღემდე სჯერა, რომ ილია თოფურიას მის წინააღმდეგ შანსი არ აქვს. ინგლისელმა „ელ მატადორზე“ კიდევ ერთხელ ისაუბრა და გაგვიზიარა სცენარი, რომლითაც მისი და ილიას პოტენციური ორთაბრძოლა განვითარდება.

„არ მეგონა, რომ ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის დაამარცხებდა. ჩემი აზრით, ვოლკი უგებდა, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა და ძლიერად მოარტყეს. მაქსთან ჩხუბს რაც შეეხება, თოფურიამ დაამტკიცა, რომ ძალიან ვცდებოდი. მეგონა, ჰოლოუეი 5 რაუნდის განმავლობაში მაგრად სცემდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ილია ნოკაუტით გაიმარჯვებდა. ასე რომ, მის წინაშე ქედს ვიხრი, თუმცა, ჩემთან შანსი არ აქვს.

როგორც იცით, ძალიან დაბალია და დისტანციის შემცირების საშუალებას არ მივცემ. სერიოზულ და ძლიერ დარტყმებს ვერ მომაყენებს და თავის სულელურ ჰუკებს ვერ გამოიყენებს, რადგან ლეგ ქიქებით დისტანციას გავუკონტროლებ და მოახლოების საშუალებას არ მივცემ. შემდეგ კი, როცა დრო მოვა, პარტერში გადავიყვან და საბმიშენს გავუკეთებ“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის. „ბედიმ“ ბოლო ბრძოლა 2024 წლის ივლისში გამართა და ქინგ გრინი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მომავალი მისსავე მხარესაა“ - ძაკარდომ კვარაზე ისაუბრა
„მისი მომავალი მისსავე მხარესაა“ - ძაკარდომ კვარაზე ისაუბრა