მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული | ბითაძე ორლანდოს დატოვებს?
„ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელი, გოგა ბითაძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. უენდელ კარტერ ჯუნიორისა და პაოლო ბანკეროს ტრავმების შემდეგ, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
„მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ ბითაძე სათადარიგოთა სკამზე არც კარტერ ჯუნიორის დაბრუნების შემდეგ გადაიყვანა და გოგამ მასზე გაცემული ავანსები გაამართლა. ბითაძემ ბოლო სამ შეხვედრაში ორი ორმაგი დუბლი დააგროვა და მისი გადაყვანით NBA-ის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.
Forbes-ის ჟურნალისტის, ევან საიდერის ინფორმაციით, გოგას გაცვლაზე რამდენიმე კლუბი სერიოზულად ფიქრობს. საიდერის თქმით, ბანკეროს დაბრუნების შემდეგ, ბითაძე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს და მცირე სათამაშო დრო ექნება, რასაც მისი კონტრაქტი ემატება, ეს ყველაფერი კი გოგა ბევრისთვის სასურველ კალათბურთელად იქცევა.
Goga Bitadze is a player drawing trade interest amidst a career-best season for the Magic.
— Evan Sidery (@esidery) December 2, 2024
Once their rotation is healthy, Bitadze will be back into a limited role on Orlando’s bench.
On a value contract that descends through 2026-27, plenty of contending teams will be calling. pic.twitter.com/mfVjoErNIF
Forbes-ის ჟურნალისტი კონკრეტულ გუნდებს არ ასახელებს. NBA-ის მიმდინარე სეზონში, ტრეიდებისთვის განკუთვნილი ვადა 7 თებერვალს იწურება. გოგას „ორლანდოსთან“ 3-წლიანი, 25-მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებს.