მაგარი პრომო | ფიურისა და უსიკის მეორე ორთაბრძოლა ახლოვდება
21 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის ორთაბრძოლა გაიმართება. „ბოშათა მეფე“ რევანშის აღებას აპირებს და შეეცდება, „თეთრ კურდღელს“ კარიერაში პირველი მარცხი აგემოს.
უსიკისა და ფიურის ჩხუბის მიმართ უდიდესი ინტერესია, რომელიც ახლახან გავრცელებულმა პრომომ უფრო გაამძაფრა. ვიდეო საშინელებათა ჟანრის სტილშია გადაღებული და ფიურისა და უსიკს ყველგან ერთმანეთის სახეები ელანდებათ.
„ყველაფერი უნდა დავასრულოთ“, - ეუბნება სატელეფონი საუბრისას უსიკი ფიურის. „კი, დაგასრულებ“, - პასუხობს „ბოშათა მეფე“. ვიდეოს ბოლოს, „თეთრი კურდღლის“ ცნობილი ფრაზაც გვესმის: „I'm feel. I'm very feel”.
შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უსიკის პირველ დაპირისპირებაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და უკრაინელმა მოკრივემ გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა.