„ალჯოსთან ვისპარინგე და გამანადგურა“ - მერაბის პროგნოზი სტერლინგი-ევლოევის ბრძოლაზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკულ მედიასთან საუბრისას, ქვემსუბუქ წონაში მისი მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგისა და რუსი მოვსარ ევლოევის მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა. „მანქანა“ ალჯოს გამარჯვებაში დარწმუნებულია და თავისი მოსაზრებაც შესაბამისად ახსნა.
რას ამბობს მერაბი:
„ამ მომენტისთვის, სტერლინგს ჯიუ-ჯიცუში რამდენიმე რაუნდი აქვს ჩატარებული. რამდენიმე რაუნდი ერთად ვისპარინგეთ და მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაკეთე. ის გამუდმებით ზემოთ იყო და მაკონტროლებდა, მანადგურებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალჯო თავის მომავალ მეტოქესაც გაანადგურებს. მოვსარ ევლოევს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბრძოლის წესი ისეთია, რომ ყველაზე ძლიერი იმარჯვებს. ალჯოში დარწმუნებული ვარ, რადგან ის წარმოუდგენლად ძლიერია“.
ცნობისთვის, ალჯამეინ სტერლინგისა და მოვსარ ევლოევის ბრძოლა 8 დეკემბერს, UFC 310-ზე გაიმართება.