თელავი, სამტრედია
Aa
Aa

7-მატჩიანი მოუგებელი სერია - სამტრედია ქვედა ლიგაში დაქვეითდა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლოსწინა, XXXV ტური „კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ „სამტრედია“ 5:2 დაამარცხა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ კახელები პლეი აუტიდან შეეცდებიან ელიტაში ადგილის შენარჩუნებას, იმერლები კი, რომელთაც მოუგებელი სერია 7 მატჩამდე გაზარდეს, ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ.

სტუმრები მე-13 წუთზე დავით უბილავას ჩაწოდების შემდეგ ერიკ ბარიოსმა თავური დარტყმით დააწინაურა, რასაც ზუსტად 14 წუთში ზუსტი დარტყმით თორნიკე მორჩილაძემ უპასუხა, რომელსაც ასისტენტობა ანდრე მენსალაომ გაუწია. 43-ე წუთზე თემურ გოგნაძემ „თელავი“ დააწინაურა და შესვენებაზე მასპინძლები გამარჯვებულები გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 10-წუთიან მონაკვეთში ფირუზ მარაქველიძისა და დეიან გეორგიევიჩის ზუსტი დარტყმებით კახელებმა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს. დარჩენილ დროში კი დანიელ ოვუსუმ და იმავე გეორგიევიჩმა გოლები გაცვალეს და თელაველებმა 3-ბურთიანი სხვაობით მოიგეს.

27 ქულით „სამტრედია“ ბოლო ტურის წინ უკანასკნელ პოზიციაზეა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „თელავს“ 7 ქულით ჩამორჩება. ვლადიმერ კაკაშვილის მომზადებული იმერული გუნდი გათამაშებას „დინამო ბათუმთან“ საშინაო მატჩით დაასრულებს, „თელავი“ კი სტუმრად „ტორპედოს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Crystalsport-ის ლაურეატები - საუკეთესოები დაჯილდოვდნენ
Crystalsport-ის ლაურეატები - საუკეთესოები დაჯილდოვდნენ