გიორგი აბუაშვილი, შეიკნე სილა, ლუკა ხორხელი, ბიორნ იონსენი
Aa
Aa

Crystalsport-ის ლაურეატები - საუკეთესოები დაჯილდოვდნენ

Crystalsport-მა წლევანდელ სეზონში ქართული ფეხბურთისთვის და Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დონის ამაღლებისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო ტრადიცია დაამკვიდრა. ვლინდება თითოეული თვის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი კომპანიისგან საკმაოდ სოლიდურ ჯილდოს, 5 ათას ლარს იღებს.

მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ ბიორნ იონსენი აღიარეს - ნორვეგიელმა ფორვარდმა ამ თვეში გამართულ 6 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა და ამჟამად, ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 22 ბურთით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

გიორგი აბუაშვილი გახდა აგვისტოს თვის ლაურეატი - ფოთის „კოლხეთის“ ლიდერის ანგარიშზე წლევანდელ გათამაშებაში უკვე 10 გოლია და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

გამორჩეული თამაშები ჩაატარა ლუკა ხორხელმა შემოდგომის პირველ თვეში და დამსახურებულად გახდა სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე. „სამგურალის“ ერთ-ერთ ლიდერმა 4 შეხვედრაში თავი ამდენივე გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

რაც შეეხება ოქტომბრის გამორჩეულ ფეხბურთელს, პრიზი „იბერიას“ ფორვარდს შეიკნე სილას ერგო, რომელმაც გუშინ გუნდს „გაგრასთან“ საჩემპიონო მატჩი მოაგებინა, რაც შეეხება წინა თვეს, მან თავი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელი სეზონი 8 დეკემბერს დასრულდება და ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაუტერის და ბუღრიძის გოლებით - დილამ ტორპედო ჩამოაქვეითა
ვაუტერის და ბუღრიძის გოლებით - დილამ ტორპედო ჩამოაქვეითა