ლიეტუვა გავანადგურეთ - ქალთა 19-წლამდე ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა (U19)
ქალთა შორის UEFA-ს 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვას 3:0 მოუგო. საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, საუკეთესო მეორეადგილოსანი ვერ გახდა და A ლიგაში აღზევდა.
ანგარიში 31-ე წუთზე ლიზი კანკიამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, 34-ე წუთზე ლოლიტა კალოიანი მოედნიდან გააძევეს. რიცხვობრივი უმცირესობის მიუხედავად 43-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძის საგოლე პასით სოფი ხელაშვილმა ანგარიში გახსნა, პირველი ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე ბუხრიკიძემ პენალტი გაიტანა. მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ხელაშვილის გადაცემით ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხაჭაპურიძე, გოგალაძე (საღირაშვილი 90+4), ცეცხლაძე, კალოიანი, ჯოჯუა (ლონდარიძე 90+4), მიქაბერიძე (მამფორია 70), კანკია (ბულია 85), მეტონიძე, ჩიქოვანი, ხელაშვილი (ობოლაძე 90+4), ბუხრიკიძე
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სამი ქულა პირველ ტურში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან კესო მეტონიძის ლამაზი გოლით მოიპოვა, მეორე ტურში უელსმა 10 ფეხბურთელით დარჩენილ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს 4:0 სძლია, დღეს კი მესამე ტურში ლიეტუვას დამაჯერებლად, 10 ფეხბურთელით მოვუგეთ და ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დავასრულეთ.
ფოტო: Nakrebi.ge