საუკეთესო მწვრთნელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
„მატჩებს ფეხბურთელები იგებენ და არა მენეჯერები“ - ეს სიტყვები თავად მწვრთნელებისგანაც ხშირად გვესმის.
მართალია, მწვრთნელებს არ გააქვთ გოლები, არ იგერიებენ ბურთებს და მოედნის ერთი ბოლოდან მეორეში არ დარბიან, მაგრამ მათ უდიდესი გავლენა აქვთ, რადგან სწორედ ისინი ირჩევენ ფეხბურთელებს და ჰკარნახობენ გუნდს, როგორ ითამაშონ.
Goal.com-მა 21 საუკუნეში 25 საუკეთესო მთავარი მწვრთნელის რეიტინგი შეადგინა. წარმოგიდგენთ TOP-10-ს.
1. პეპ გუარდიოლა
ესპანელმა სპეციალისტმა ახალ მწვერვალზე აიყვანა ყველა გუნდი, რომელიც კი გაუწვრთნია. 14 სეზონის განმავლობაში, მან 12 ლიგის ტიტული მოიგო და ლა ლიგასა და პრემიერ-ლიგაში ქულების რაოდენობით, რეკორდი მოხსნა. აგრეთვე ყველაზე სწრაფად მოიგო ბუნდესლიგა.
მიუხედავად იმისა, რომ გუარდიოლას ახლა „მანჩესტერ სიტიში“ რთული პერიოდი აქვს, მისი მეთაურობით კლუბმა 18 თასი მოიგო. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი 1 ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის 6 ტიტულია. „ქალაქელებმა“ ინგლისური ფეხბურთის რეკორდიც მოხსნეს და ქვეყნის ჩემპიონები ზედიზედ 4-ჯერ გახდნენ.
2. კარლო ანჩელოტი
იტალიელმა სპეციალისტმა 2016 წელს დაწერა წიგნი „ჩუმი ლიდერობა“ და ეს სახელწოდება იდეალურად აღწერს მიდგომას მენეჯერობისადმი.
ის იშვიათად ხმაურობდა, როცა საქმე ცუდად მიდიოდა და მის მიღწევები უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე თავად ანჩელოტი.
ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ტიტული მოიგო ევროპის ტოპ 5 ლიგაში და არავის ისტორიაში არ მოუგია იმდენი ევროპული თასი, რამდენიც მას.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი 2021 წელს მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა და 3 სეზონში 2-2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
3. ალექს ფერგიუსონი
სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის თანამედროვე ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს ინარჩუნებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ლეგენდარულ თავკაცს პრემიერ ლიგა 13-ჯერ აქვს მოგებული.
4. ჟოზე მოურინიო
61 წლის ესპანელ სპეციალისტს ტიტულები მოუგია ყველა ქვეყანაში, სადაც უმუშავია: პორტუგალიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში.
მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო „პორტუსთან“ და „ინტერთან“, 8 ტიტული პორტუგალიის, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ლიგებში.
5. იურგენ კლოპი
გერმანელმა მწვრთნელმა გააღვიძა ისეთი მძინარე გიგანტები, როგორებიცაა „დორტმუნდი“ და „ლივერპული“.
კლოპი ლივერპულს სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს რვა ტიტული მოაგებინა.
სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის ევრო ასპარეზზე უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნება - 2019 წელს მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ტოტენჰემის დამარცხებით მოიგეს, რასაც როგორც უეფას სუპერთასზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მოჰყვა.
6. ზინდინ ზიდანი
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელობის პერიოდში ზიზუმ ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.
ამასთან 2016-დან 2018-წლამდე ის გუნდთან ერთად ლა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. ზიდანმა „სამეფო კლუბი“ 2018 წლის ზაფხულში დატოვა, თუმცა ზუსტად 1 წელში გუნდი მეორედ ჩაიბარა და 2020 წელს კვლავ ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
7. დიეგო სიმეონე
ესპანური საფეხბურთო კლუბები მწვრთნელებისადმი მოთმინებით არ გამოირჩევიან, თუმცა სიმეონემ „ატლეტიკოში“ 13 წელი გაატარა და „როხიბლანკოსი“ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოიყვანა და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კლუბად აქცია.
სიმეონემ გუნდს ლა ლიგა ორჯერ მოაგებინა, ასევე ორჯერ ევროპა ლიგა და ერთხელ ესპანეთის თასი.
თუმცა საქმე ტიტულებშიც არ არის.
არგენტინელმა სრულიად გარდაქმნა კლუბი, რომელიც ახლა კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე თამაშობს.
8. ვისენტე დელ ბოსკე
ესპანელი სპეციალისტი „რეალს“ მხოლოდ 3,5 წლის განმავლობაში წვრთნიდა, თუმცა ამ მოკლე მონაკვეთში მან 7 ტიტულის მოგება შეძლო. მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ ლა ლიგა.
ამასთან, ის 8 წლის განმავლობაში ესპანეთის მწვრთნელი იყო და თავის გუნდს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.
9. ლუის ენრიკე
ესპანელმა სპეციალისტმა იგივე გზა გაიარა, რაც გუარდიოლამ და იმ გუნდის მწვრთნელი გახდა, სადაც თამაშობდა.
კატალონიურ გუნდთან ერთად მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სამეფო თასი, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
10. ანტონიო კონტე
ყველა ჯერზე, როდესაც იტალიელი სპეციალისტი გუნდს იბარებს, წარმატებაც არ აყოვნებს. ბევრი მწვრთნელი ვერ დაიკვეხნის იმით, რომ მოგებული აქვს 5 ლიგის ტიტული.. 2011–14 წლებში წვრთნიდა „იუვენტუსს“ და სამჯერ ზედიზედ გახადა იტალიის ჩემპიონი.
ამჟამად კონტე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელია.