ზარალი დიდია | შალეში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლიონთან ახლოს მდებარე კომუნა შალეში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ძვირფასეულობა და ტყავის ნივთები მოიპარეს, ზარალი 150 000-200 000 ათასი ევროა.
ფაქტი პირველ დეკემბერს დაფიქსირდა, როცა „ლიონმა’’ „ნიცასთან’’ მატჩი გამართა და მიქაუტაძე სახლში დაბრუნდა. ორი მძარცველი მიქაუტაძის სახლში შეიჭრა და მას სახლში ელოდებოდა. როცა ფეხბურთელი დაბრუნდა, მძარცველები მას იარაღით დაემუქრნენ, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მიქაუტაძე იძულებული იყო მათთვის ძვირადღირებული ნივთები დაეთმო. სამართალდამცავებმა გამოძიება დღეს დილით დაიწყეს.
ბოლო წლებში ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ეს პირველი შემთხვევაა არაა, 2022 წლის დეკემბერში ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს. როცა ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა. მძარცველებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.
რაც შეეხება „ლიონის'' თამაშს, პერ საჟეს გუნდმა შინ „ნიცას'' 4:1 მოუგო, მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.