ბოვე შეკითხვებს პასუხობს | კარგი ამბავი იტალიიდან
„ფიორენტინას“ ფეხბურთელის, ედოარდო ბოვეს შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ პოზიტიური ცნობები მოგვაწოდა და განაცხადა, რომ 22 წლის ნახევარმცველი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
„დღეს დილით, ედოარდო ბოვე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მან ღამე რეანიმაციაში გაატარა და ამ მომენტისთვის, გონსაა მოსული. ის შეკითხვებს პასუხობს და ექიმების მიხედვით, თავის ტვინსა და გულზე ზიანი არ აღენიშნება.
ბოვეს ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და ფიორენტინას ფეხბურთელი ტესტების პასუხების მოლოდინშია. დღეს საღამოს, ფიორენტინა და საავადმყოფო ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ, რომელშიც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად ისაუბრებენ“.
ცნობისთვის, „ინტერთან“ მატჩის მე-17 წუთზე, ბოვემ გონება დაკარგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გული გაჩერებული ჰქონდა. თუმცა, ექიმების უდიდესი ძალისხმევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გონების დაკარგვის რეალური მიზეზი ეპილეფსიური შეტევა გახდა, რასაც ხშირ შემთხვევაში გულის გაჩერებაც მოყვება