ჯუღელს ფერი დაეკარგა | გომორას მსახიობი კვარას ტრანსფერის უცნობ ამბავზე
ნეაპოლელმა მსახიობმა სალვატორე ესპოზიტომ, რომელიც სერიალ „გომორაში'' მთავარი როლის შემსრულებელია, ფაბიო კარესას Youtube არხზე სტუმრობისას მამუკა ჯუღელთან შეხვედრა გაიხსენა. 2022 წლის გაზაფხული იყო, როცა „ნაპოლი’’ კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობდა. როგორც მსახიობის სიტყვებიდან ვიგებთ, მამუკა ჯუღელი სერიალ „გომორას’’ „ფანია’’ დ როცა ესპოზიტო დაინახა, ფერი დაეკარგა.
ესპოზიტო: „მარტი-აპრილი იყო, „ნაპოლი’’ კვარაცხელიასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. რომში ფოტოსესიისთვის ვიყავი, იქ ასევე იყვნენ მაურიციო მიჩელი და კრისტიან ძაკარდო. მათ მნახეს, მომესალმნენ და შემდეგ მითხრეს: „სალვატორე, უნდა დაგვეხმარო, აქ ქართველი აგენტია, რომელთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. როცა შენ დაგინახა, გაფითრდა, ფერი დაეკარგა, რადგან მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებიც შენი „ფანები’’ არიან’’.
ქართველი აგენტისკენ წავედი, მივესალმე და მან ჩემზე თქვა: „დიდი„ფანი’’, დიდი „ფანი’’. შუადღეს მაურიციო მიჩელიმ („ნაპოლის'' მთავარი სკაუტი) მომწერა: „სალვატორე, შენ გადაგვარჩინე, რადგან მოლაპარაკება მნიშვნელოვანი პროგრესით არ მიდიოდა. როცა აგენტმა დაგინახა, მაშინ მხოლოდ შენზე ვისაუბრეთ. ბოლოს შევთანხმდით და ყველაფერი შესანიშნავად იყო’’.
შეგახსენებთ, „ნაპოლი'' კვარაცხელიას ტრანსფერზე მამუკა ჯუღელს 2022 წლის გაზაფხულზე შეუთანხმდა, ზაფხულში კვარა ბათუმის „დინამოდან'' „ნაპოლიში'' გადავიდა და სადებიუტო სეზონში ფანტასტიკურად ითამაშა, ტრანსფერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მარადონას ეპოქის შემდეგ „ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა.