მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

L’Equipe: სალაჰი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

მოჰამედ სალაჰი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს. „ლივერპულთან“ ეგვიპტელი ვინგერის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი და სავარაუდოდ, ის შემდეგ გუნდს დატოვებს.

L’Equipe-ს მტკიცებით, სალაჰი პსჟ-ში გადასვლის შესაძლებლობას უშვებს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ის ფრანგულ კლუბში შესაძლოა უკვე ზაფხულში ვიხილოთ.

ასევე იწერება, რომ სხვა პრეტენდენტები არიან აგრეთვე არაბული კლუბები, რომლებსაც შეუძლიათ ეგვიპტელს ძალიან მსხვილი წინადადება შესთავაზონ.

შარშან სალაჰში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს „ალ-იტიჰადი“ იხდიდა, თუმცა მერსისაიდულმა კლუბმა ეგვიპტელის გაყიდვაზე უარი თქვა.

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულმა“ 2017 წელს „რომადან“ 42 მილიონი ევროდ შეიძინა. სალაჰმა მერსისაიდელების რიგებში 369 შეხვედრა ჩაატარა და 224 გოლი გაიტანა, რაც „ლივერპულის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეხუთე შედეგია.

სალაჰმა „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წასვლასთან უფრო ახლოს არის - სალაჰისთვის არაფერი შეუთავაზებიათ
წასვლასთან უფრო ახლოს არის - სალაჰისთვის არაფერი შეუთავაზებიათ