როდრი
Aa
Aa

როდრი: მინდა მოედანზე ამ სეზონზე დავბრუნდე

FourFourTwo-მ როდისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა ნახევარმცველმა სექტემბრის ბოლოს „არსენალთან“ მატჩის დროს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

თუმცა როდრიმ ინტერვიუში სწორედ ამ ტრავმაზე, მოედანზე დაბრუნების სურვილსა და „ოქროს ბურთზე“ ილაპარაკა.

რა თქვა როდრიმ:

„ვფიქრობ, ჩემს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან კარგი იყო ოჯახთან გატარებული დრო. ენერგია, რომელსაც ოჯახის წევრები მაძლევენ, ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ტრავმის გამო, „ოქროს ბურთი“ ჩემთვის ჟანგბადის ბალონი გახდა. მინდა იგივე ფორმაში დავბრუნდე და მინდა მოედანზე ამ სეზონზე დავბრუნდე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ცნობისათვის, „მანჩესტერ სიტის“ ზედიზედ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი „ქალაქელებს“ ოცი წლის წინ, 2004 წელს ჰქონდათ, როდესაც გუნდს კევინ კიგანი ამზადებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრი: მესისა და რონალდუს დონესთან ყველაზე ახლოს ჰოლანდია
როდრი: მესისა და რონალდუს დონესთან ყველაზე ახლოს ჰოლანდია