„მრცხვენია იმის ნახვა თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს“ | თოფურიას გამოხმაურება
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ აქციებსა და მძიმე პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე „სთორი“ გამოაქვეყნა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პორტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს. ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე.
მრცხვენია იმის ნახვა თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია. ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის“.
თოფურიას განცხადებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ილიას სიტყვები ინგლისურად რამდენიმე უცხოურმა ჟურნალისტმაც თარგმნა.