კრის პოლი, სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამას ისტორიული შეხვედრა | სან ანტონიომ მამუს გარეშე მოიგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ბოლო ექვსი მატჩიდან მეხუთე მოიგო. გამთენიისას, ტექსასელები „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვეს - 127:125.

ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო არ მიუღია, „სან ანტონიოს“ რიგებში კი საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო. ფრანგმა ცენტრმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა და სამმაგი დუბლი მიითვალა - 34 ქულა, 14 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 3 დაფარება.

„ვემბი“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ცენტრი გახდა, რომელმაც 30-ქულიანი „ტრიპლ დაბლი“ გააკეთა. გარდა ამისა, ვემბანიამა მესამე კალათბურთელია, რომელმაც მატჩი მინიმუმ 30 ქულით, 10 მოხსნით, 10 ასისტით, 3 ბლოკითა და 5 სამქულიანით დაასრულა. NBA-ში მსგავსი რამ მხოლოდ პი ჯეი ტაკერსა და ჯეიმს ჰარდენს გაუკეთებიათ.

ფრანგი ვარსკვლავის გარდა, „სან ანტონიოს“ რიგებში ჯულიან ჩემპენი გამოირჩა - 19 ქულა, 8 მოხსნა. კრის პოლს 13 ქულა და 10 ასისტი ჰქონდა. დევინ ვესელმა და კელდონ ჯონსონმა კი 21 და 17 ქულა გაიფორმეს.

„სან ანტონიოს“ 11 მოგება და 9 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეათე გახლავთ. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე მატჩი და ორმაგი დუბლი | ბითაძის ორლანდომ ბრუკლინ ნეთსს მოუგო
ბრწყინვალე მატჩი და ორმაგი დუბლი | ბითაძის ორლანდომ ბრუკლინ ნეთსს მოუგო