ედოარდო ბოვე
Aa
Aa

სიკვდილს გადაურჩა - ბოვეს ცუდად გახდომის მიზეზები

იტალიის ჩემპიონატის XIV ტურის შეხვედრა „ფიორენტინა“ – „ინტერი“ კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. მატჩის მე-17 წუთზე ფლორენციული კლუბის ფეხბურთელმა ედოარდო ბოვემ გონება დაკარგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გული გაჩერებული ჰქონდა. თუმცა, ექიმების უდიდესი ძალისხმევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა, მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გონების დაკარგვის რეალური მიზეზი ეპილეფსიური შეტევა გახდა, რასაც ხშირ შემთხვევაში გულის გაჩერებაც მოყვება. ისიც დააფიქსირეს, რომ სანამ ცუდად გახდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე, ბოვე „ინტერის“ მცველ დენზელ დუმფრისს შეეჯახა და მკერდისა და ელენთის არეში სერიოზული დარტყმები მიიღო.

ამ შემთხვევის შემდეგ მოედნიდან გასული ფეხბურთელი მაისურის გამოცვლის პროცესში უკვე შეუძლოდ იყო და თანაგუნდელებსაც უთხრა, რომ თავბრუ ეხვეოდა. გულის შეტევა მას მოედანზე არ მოსვლია, გზაში გადაიტანა, როდესაც რეანომობილით საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

ბოლო ინფორმაციით, 22 წლის იტალიელი ნახევარმცველის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მას დამატებითი კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებლად ჩაუტარდება, რადგან კლინიკაში გადაყვანილს კრუნჩხვები განუვითარდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გულის შეტევიდან გოლამდე - ერიქსენმა მშობლიურ არენაზე დაბრუნება გოლით აღნიშნა
გულის შეტევიდან გოლამდე - ერიქსენმა მშობლიურ არენაზე დაბრუნება გოლით აღნიშნა