თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ორმაგი დუბლი - ვირტუსი დრამატულ მატჩში დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა „ვირტუსმა“ ეს ყველაფერი სათანადოდ ვერ გამოიყენა და დრამატულ შეხვედრაში სტუმრად „ბრეშასთან“ ერთქულიანი სხვაობით, 97:98 დამარცხდა. ბოლონიური გუნდის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და 20 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

შენგელიამ ცხრიდან შვიდი ორქულიანი, რვიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ოთხი სროლიდან კი მიზანს ვერც ერთმა ვერ მიაღწია. მოხსნების რაოდენობით თოკო ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ და ცამეტი შემთხვევიდან მან 10-ჯერ დაცვაში, 3-ჯერ კი შეტევაში ასპარეზობისას მოხსნა ბურთი. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 1 ასისტის გარდა, 1 დაკარგვა, 5 ჩაჭრა, 1 დაფარება და 4 პერსონალური ჯარიმაა.

7 მოგებითა და 2 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და „ტრენტოსა“ და „ტრაპანის“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ბოლონიური კლუბი 4 დეკემბერს, ევროლიგაში ბერლინის „ალბასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისინი ჯანმრთელობას გვინადგურებენ“ - კამპაცო თოკოს თავგანწირვაზე
„ისინი ჯანმრთელობას გვინადგურებენ“ - კამპაცო თოკოს თავგანწირვაზე