გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

ლაკაზეტის ჰეთ-თრიკი და ლიონის გამარჯვება - მიქაუტაძემ 71-ე წუთიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ნიცას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 71-ე წუთიდან, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტვი აქტიური იყო, მაგრამ მატჩი საგოლე მოქმედების გარეშე დაასრულა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, გამორჩეული მატჩი ჰქონდა „ლიონის“ კაპიტანს, ალექსანდრ ლაკაზეტის. ვეტერანმა ფორვარდმა „ნიცას“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. ლაკაზეტის გარდა, თავის გამოჩენა ვერეტუმაც შეძლო, „ნიცადან“ კი გოლი დიოპმა გაიტანა.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც აქვს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე „ყარაბაღის“ წინააღმდეგ დუბლის შესრულება შეძლო.

13 ტურის შემდეგ, „ლიონს“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს, 23:55 საათზე სტუმრად „ანჟერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები