დილა
Aa
Aa

ვაუტერის და ბუღრიძის გოლებით - დილამ ტორპედო ჩამოაქვეითა

Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურში „დილამ“ სტუმრად „დინამო ბათუმი“ 2:0 დაამარცხა, წყალტუბოში „ტორპედოს“ მარცხით კარგად ისარგებლა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. გორელებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და თანაც ისე, რომ სამივე შემთხვევაში საკუთარი კარი მშრალად შეინახეს.

ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა - მამუკა კობახიძის შეცდომის შემდეგ, სტუმრებმა სწრაფი შეტევა განავითარეს და დასარტყმელ პოზიციაზე ტაირელ ვაუტერი აღმოჩნდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-18 გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარ ფარულავასა და ირაკლი ბუღრიძის გათამაშებული კომბინაციის შედეგად დაფიქსირდა, რომელიც ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. ეპიზოდისას როგორც საგოლე გადაცემის, ასევე გოლის ავტორმა ტექნიკურად ითამაშა და საკმაოდ ლამაზი იერიში გამოვიდა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა 8 დეკემბერს, ბოლო ტურის მატჩებით დასრულდება. „დილა“ გორში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს, ხოლო „დინამო ბათუმი“ სტუმრად „სამტრედიასთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილას დირექტორი: „გუნდი არ დასუსტებულა, ბუღრიძესაც ვიმატებთ“
დილას დირექტორი: „გუნდი არ დასუსტებულა, ბუღრიძესაც ვიმატებთ“