უმძიმესი კადრები - ფიორენტინას ფეხბურთელს მოედანზე გულის შეტევა დაემართა
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, „ფიორენტინასა“ და „ინტერის“ მატჩის მიმდინარეობისას სამწუხარო შემთხვევა მოხდა.
მატჩის მე-16 წუთზე, „ფიორენტინას“ ნახევარმცველს, ედოარდო ბოვეს გულის შეტევა დაემართა და მინდვრის გაზონზე უგონოდ დაეცა.
22 წლის ფეხბურთელთან მაშინვე მიცვივდნენ ორივე გუნდის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები და მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, შემდეგ კი სასწრაფოდ რეანომობილით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ფეხბურთელისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა, თუმცა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. უახლესი ინფორმაციით, ბოვე სამედიცინო დაწესებულებაში გონს მოვიდა.
„ფიორენტინასა“ და „ინტერის“ მატჩი ამ დრომდე შეჩერებულია და ჯერჯერობით, უცნობია განახლდება, თუ არა.