იბერია 1999
Aa
Aa

ისტორიაში მეორედ - იბერია 1999 კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

იბერია 1999 კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის გამარჯვებულია!

გათამაშების 35-ე ტურში, თბილისური კლუბი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „გაგრას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა, რის შედეგადაც ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა.

შეხვედრაში თავდაპირველად გაგრა დაწინაურდა. მე-15 წუთზე თბილისური გუნდის კარში გოლი ზურაბ ჭავჭანიძემ გაიტანა და გაგრამ ტაიმი 1:0 მოიგო.

ლევან კორღალაძის გუნდმა მეორე ტაიმში ქამბექი შემოგვთავაზა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა, მატჩის გმირი კი გიზო მამაგეიშვილი აღმოჩნდა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა 50-ე წუთზე ჯერ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი შეიკნე სილას გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა მიითვალა.

იბერია 1999-მა საქართველოს ჩემპიონობა არსებობის ისტორიაში მეორედ იზეიმა. პირველად კი ეს 2018 წელს მოხდა, როდესაც „იბერია 1999“ „საბურთალოს“ სახელით ასპარეზობდა.

ლევან კორღალაძის გუნდმა 35 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 74 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „ტორპედოს“ 7 ქულით უსწრებს, მესამეადგილოსან დილას კი 9 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები