ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ვრჩები და ისტორიის წერას განვაგრძობ - ჯოკოვიჩი წასვლას არ აპირებს

ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის 2024 წელი ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელი გახლდათ, რადგან 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ლეგენდარულმა სერბმა ვერც ერთი დიდი სლემის ტურნირი ვერ მოიგო. 37 წლის ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში დამარცხდა, როლან გაროსს მეოთხედფინალური მატჩის წინ ტრავმის გამო ჩაეხსნა, უიმბლდონზე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა მესამე წრეში დაასრულა. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სერბმა სპორტსმენმა 2024 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ოლიმპიურ ოქროსა და უიმბლდონის ფინალში თამაშს თუ არ ჩავთვლით, ეს სეზონი ბოლო 10 წელიწადში ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი გახლდათ. იყო ბევრი აღმავლობა და დაცემაც, ასევე თავი იჩინა პირადმა პრობლემებმაც, რომელიც მალევე უნდა გადაიჭრას.

ნებისმიერ შემთხვევაში ვთვლი, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა კიდევ შემიძლია. იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი ახლა მსოფლიოში საუკეთესოები არიან, ასევე არ შეიძლება ალექსანდრ ზვერევის დავიწყება და ისინი როგორც დიდი სლემის ტურნირების, ასევე სხვა შეჯიბრებების მთავარი ფავორიტები იქნებიან.

სანამ ორგანიზმი არ მაგრძნობინებს, რომ ჩემი დრო წავიდა, ჩოგბურთს აუცილებლად ვითამაშებ. ამ სპორტმა ბევრი რამ მომცა და ისტორიის წერას განვაგრძობ.

ჯოკოვიჩი ამჟამად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში იმყოფება, სადაც ხუან მარტინ დელ პოტროს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამით მოგებული ჩოგბურთი დარჩება“ - ნოლე მარეისთან თანამშრომლობაზე
„ამით მოგებული ჩოგბურთი დარჩება“ - ნოლე მარეისთან თანამშრომლობაზე