უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

დაპირისპირება პარი სენ-ჟერმენში - ენრიკეს დემბელე აღარ სჭირდება

ბოლო პერიოდში „პარი სენ-ჟერმენის“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში საშინელ ასპარეზობას, გუშინ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ნანტთან“ (1:1) საშინაო შეხვედრაში ქულების დაკარგვა მოჰყვა, რის გამოც მედიის წარმომადგენლებმა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გააკრიტიკეს. დაფიქსირებულ შედეგზე კიდევ უფრო მეტად გასაკვირი იყო კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, უსმან დემბელეს თადარიგში დატოვება, რასთან დაკავშირებითაც დასმულ შეკითხვას ესპანელმა სპეციალისტმა არ უპასუხა.

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ კი გაარკვია, რომ „ბაიერნთან“ მატჩში გამოჩენილი უპასუხისმგებლო საქციელის გამო, სადაც დემბელე სრულიად არასაჭირო ვითარებაში მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს, მასსა და ენრიკეს შორის ისედაც არასახარბიელო ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ამის გარდა, „სენ-ჟერმენის“ დამრიგებელმა ფრანგი ვინგერი გუშინდელ ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დასაჯა და „ნანტთან“ შეხვედრაში მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ 73-ე წუთზე სწორედ ამის გამო შეუშვა.

გუნდის თავკაცის მიმართ სიმპათიებით დემბელეც არ არის განწყობილი, რომელსაც ერთ-ერთ ვარჯიშზე თანაგუნდელისთვის უთქვამს, რომ ვერ ხვდება რას ითხოვს მისგან ლუის ენრიკე და რომ ამ სპეციალისტის მიერ შემუშავებული ტაქტიკა სტერეოტიპული და მეტოქეთათვის ადვილად გასაშიფრია. როგორ დასრულდება ეს ამბავი და რომელ მათგანს მოუწევს უფრო ადრე პსჟ-ს დატოვება, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფლიქტი პსჟ-ში - ენრიკემ დემბელე განაცხადიდან ამოიღო
კონფლიქტი პსჟ-ში - ენრიკემ დემბელე განაცხადიდან ამოიღო