დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილის დუბლი - ლიონი ხუთი ტურია ვერ იგებს

დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტარულ პირველ ლიგაში მორიგი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. ტოპ 14-ის XIII ტურში „ლიონი“ სტუმრად „პოსთან“ 14-ქულიანი სხვაობით, 15:29 დამარცხდა, რონისპირული გუნდის შემადგენლობაში კი ორივე ლელო 22 წლის ქართველმა მორაგბემ დადო.

ნინიაშვილმა პირველ შემთხვევაში სტუმართა სწრაფი შეტევა ჩვეული სისწრაფის ხარჯზე ლოგიკურად 29-ე წუთზე დაასრულა. შესვენების შემდეგ კი, ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის მიერ ფეხით გადაკიდებულ პასს დაეწია და მეტოქის ჩათვლის მოედანი ლამაზი ნახტომის შემდეგ აიღო. „ლიონის“ რიგებში ნინიაშვილის გარდა, კიდევ ორმა ქართველმა ლეგიონერმა, ბექა საღინაძემ და ირაკლი აფციაურმა ითამაშეს, ხოლო „პოს“ შემადგენლობაში 70-ე წუთზე გარდასახვა ზუსტად გურამ პაპიძემ შეასრულა.

22 წლის ქართველი ვარსკვლავის ბრწყინვალე ფორმაში ყოფნის მიუხედავად, ლიონელებს საშინელი სერია აქვთ, ზედიზედ ხუთი ტურია ვერ იგებენ და ეს ყველაფერი მათ სატურნირო მდგომარეობაზე ცუდად აისახება - 18 ქულით გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ „ვანს“ უსწრებს, რომელიც სულ მალე თბილისში ჩამოვა და ევროპის ჩელენჯ თასზე „შავ ლომთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილთან ერთად ლა როშელი შარშან ჩემპიონი გახდებოდა - მათიაშვილი სარაგბო თემებზე
ნინიაშვილთან ერთად ლა როშელი შარშან ჩემპიონი გახდებოდა - მათიაშვილი სარაგბო თემებზე