სრული დატვირთვით ივარჯიშა - არაუხო დაბრუნდა
ბარსელონას ბანაკიდან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. რონალდ არაუხო ბრუნდება. ამის შესახებ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.
მისი თქმით, ურუგვაელი უკანახაზელი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ის დაბრუნდა.
დღეს გამართულ ვარჯიშზე არაუხომ მონაწილეობა მიიღო. ის გუნდის ნაწილია და მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიმდინარე წლის 15 ივლისს მიიღო, რის გამოც 130 დღე და 17 მატჩი გამოტოვა.
რაც შეეხება ბარსელონას, ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგაში სოლიდური უპირატესობა გაანიავა. ბლაუგრანა რეალს 6 ქულით უსწრებდა და ახლა ლა ლიგის ლიდერი პოტენციურად სამეფო კლუბი გახლავთ.
გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა, თუმცა ბლანკოსს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში რეალი ბარსას 2 ქულით გაასწრებს.