ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“შეიძლება დისკომფორტის მიზეზი გახდეს“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

იტალიური გამოცემა Repubblica-ს ჟურნალისტი ანტონიო კორბო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მას ირიბად აკრიტიკებს.

კორბო:

„დღეს ტურინში პირველ რიგში ხვიჩას ტესტირებაა მოსალოდნელი. ქართველი ფეხბურთელი კონტემ დაამშვიდა, თუმცა მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ნათქვამი უარის მიზეზი გაურკვეველია. მორალი თუ ტაქტიკა?

ქართველ ფეხბურთელი თავისი გადაწყვეტილებით შესაძლოა დისკომფორტის მიზეზი გახდეს. რა სჭირს მას? რამდენჯერ შეცვალეს? 90 წუთი იუვენტუსთან, კალიარიასთან, მონცასთან, კომოსთან, ემპოლისთან, მილანთან, ატალანტასთან და რომასთან არ უთამაშია. სიტუაცია კვარას გარშემო კარგად არ ვითარდება.“

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ქართველ შემტევს 6 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს, თუმცა ხვიჩას გარემოცვა 8 მილიონ ევროს ითხოვს. მოთხოვნის პარალელურად კი უფრო პრიორიტეტული ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა.

საუბარი 80 მილიონ ევროზეა, რაც აურელიო დე ლაურენტისისთვის ყოვლად მიუღებელია. შექმნილი სიტუაციიდან ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტორინოსთან მატჩისთვის - კონტემ ხვიჩას ახალი მითითებები მისცა
ტორინოსთან მატჩისთვის - კონტემ ხვიჩას ახალი მითითებები მისცა