მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ | საქართველომ ლიბია დაამარცხა
International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის (6X6) B ჯგუფის პირველ ტურში საქართველომ ლიბიას 3:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ლუკა ბლიაძემ და ჯეჯო ჯალიაშვილმა გაიტანეს, მესამე გოლი ავტოგოლი იყო, საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ ბურთი მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კარის ბადეში აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ცნობილი სახეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ირაკლი კლიმიაშვილი და ელგუჯა გრიგალაშვილი. ასევე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და თბილისის „დინამოს'' ყოფილი მეკარე გიორგი ნადირაძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა ორ შეხვედრაში ქვეყნის მთავარი ნაკრების განაცხადში იყო.
დღეს, მეორე ტურში საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, თამაში 19:00 საათზე დაიწყება. გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ ქართველები სერბებთან (3 დეკემბერი, 22:00) და ბულგარელებთან (4 დეკემბერი, 22:00) ითამაშებენ.
ტურნირი ომანის დედაქალაქ მუსკატში 29 ნოემბერს დაიწყო და 7 დეკემბერს დასრულდება.