შერმადინის 4 ქულა - ტენერიფე უნიკახასთან დამარცხდა
ლიგა ენდესას მორიგ ტურში ტენერიფე უნიკახას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 81:84 დამარცხდა.
სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ცხრა წუთი და 58 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა მხოლოდ 4 ქულას, 2 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
გიორგიმ ორჯერ სცადა 2-ქულიანის სროლა და ორივე შემთხვევაში ააცილა. 3-ქულიანი არ უსვრია, ხოლო 4 ქულა საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა(4/4 – 100%).
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 2 მოხსნა საკუთარ ფარზე შეასრულა და ჯამში მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ლიგა ენდესას სათავეში სწორედ უნიკახა ჩაუდგა, რომელიც უახლოეს მდევრებს ბარსელონას და ტენერიფეს 4-4 ქულით უსწრებს, თუმცა ორივე გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
Final en Málaga
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) November 30, 2024
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/jzDKhMdwK7