საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ლეაუს წინააღმდეგ შესანიშნავი იყო | გოგლიჩიძის ემპოლი სან სიროზე დამარცხდა

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „მილანმა’’ „სან სიროზე’’ „ემპოლის’’ 3:0 მოუგო.

საბა გოგლიჩიძე კვლავ „ემპოლის’’ სასტარტოში იყო, რაფაელ ლეაუს წინააღმდეგ ძალიან კარგად მოქმედებდა, რამდენჯერმე განეიტრალა და ზოგადადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლიდური და დამაჯერებელი იყო. მხოლოდ პირველი გოლის ეპიზოდში შეცდა, როცა ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა. 71-ე წუთზე ქართველი მცველი შეცვალეს.

საბას მილანური თამაშიდან რამდენიმე გამორჩეულ მომენტს გთავაზობთ.

 

20 წლის ქართველი ცენტრალური მცველის დებიუტი სერია A-ში მიმდინარე სეზონში „ბოლონიასთან’’ მე-3 ტურში შედგა. ზედიზედ რვა მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მე-10 ტურში „ინტერთან’’ გააძევეს, „კომოსთან’’ დაპირისპირება გამოტოვა და შემდეგ კვლავ სასტარტოს დაუბრუნდა. მოკლედ, მას მთავარი მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა დიდ ნდობას უცხადებს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ემპოლიმ'' 14 მატჩში 16 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში „ვერონას'' ესტუმრება (8 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევაში არაფერი გამოუვიდა - ზურიკოს სენტ-ეტიენი რენისთან განადგურდა
შეტევაში არაფერი გამოუვიდა - ზურიკოს სენტ-ეტიენი რენისთან განადგურდა