ბარსელონა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ჩვენი დღე არ იყო“ - ფლიკი ლას პალმასთან წაგების შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის ბარსელონამ ლას პალმასს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ფლიკმა?

კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ გუნდი ბოლომდე ცდილობდა კარგი შედეგის მიღწევას. დღეს არ იყო ჩვენი დღე და მეორე ტაიმში ეფექტურები არ ვიყავით. როდესაც თამაშის რიტმს ვაკონტროლებთ, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ როცა ამას ვერ ვაკეთებთ ყველაფერი პირიქით ხდება.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი არ მინდა, გუნდურად უკეთესად თამაში შეგვიძლია.  იამალი? ორი კვირა არ უთამაშია და კარგია, რომ რამდენიმე წუთის თამაში შეძლო. ახლა ყურადღება მალიორკასთან თამაშზე უნდა გავამახვილოთ. მისი დაბრუნება კარგი ამბავია. იმედი მაქვს, შემდეგ თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.“

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ რეალთან 6-ქულიანი უპირატესობა გაანიავა. კატალონიელებმა ბოლო 3 მატჩიდან ორი წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

ამ მომენტისთვის, ბარსას 34 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ რეალს 4 ქულით უსწრებს, თუმცა სამეფო კლუბს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში, ლა ლიგას რეალი ჩაუდგება სათავეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სირცხვილია, არა ძალადობას“ - ქართველი ფეხბურთელების გამოხმაურება
“სირცხვილია, არა ძალადობას“ - ქართველი ფეხბურთელების გამოხმაურება